“წელს, უკვე ექსპორტირებულია დაახლოებით 24 000 ტონა ატამი და ამის შედეგად, დაახლოებით 80 მლნ. ლარი შევიდა ჩვენი მოსახლეობის ოჯახებში”

“წელს, უკვე ექსპორტირებულია დაახლოებით 24 000 ტონა ატამი და ამის შედეგად, დაახლოებით 80 მლნ. ლარი შევიდა ჩვენი მოსახლეობის ოჯახებში”

ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას. ახლახანს ვიმყოფებოდი სოფელ ჩუმლაყში. მე მინდა საუბარი დავიწყო სწორედ ამით და მართლაც აღფრთოვანებული ვარ იქ ნანახით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ გურჯაანის მერობის კანდიდატის, ზურაბ უტიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა სოფელ ჩუმლაყში 2012 წლამდე არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე.

„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას. ახლახანს ვიმყოფებოდი სოფელ ჩუმლაყში. მე მინდა საუბარი დავიწყო სწორედ ამით და მართლაც აღფრთოვანებული ვარ იქ ნანახით. ახლა მინდა, ჩვენს მოსახლეობას მოვუყვე, თუ რამხელა შედეგი დაიდო ჩვენი ერთობლივი შრომით, მთავრობის და ხალხის ერთობლივი ძალისხმევით. 2012 წლამდე, გურჯაანის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, ერთ კონკრეტული სოფელზე, ჩუმლაყზე რომ ვისაუბროთ, მოსახლეობას, გლეხებს, ფერმერებს, მშრომელ ხალხს მოჰყავდათ ატამი, მაგრამ შემდეგ, ამის რეალიზაცია, რა თქმა უნდა, უჭირდათ, იმიტომ, რომ არ იყო შექმნილი სამაცივრე მეურნეობები. შესაბამისად, ფასიც იყო ძალიან დაბალი, მაშინ ღირდა 30-40-50 თეთრი, კილოგრამი ატამი და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო. მოსახლეობას არ ჰქონდა მოტივაცია, რომ აღნიშნული საქმიანობა გაეგრძელებინა. ჩვენი მთავრობის დროს და ეს პოლიტიკა, ინიციატივები დაიწყო პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. სწორედ მისი პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ სოფლის მეურნეობაში, ბოლო 8 წელიწადში, 2 მილიარდზე მეტი არის ინვესტირებული. შედეგად, სოფელ ჩუმლაყში შექმნილი არის 40 სამაცივრე მეურნეობა. წელს, უკვე ექსპორტირებული არის, დაახლოებით 24 000 ტონა ატამი და ამის შედეგად, დაახლოებით 80 მლნ. ლარი შევიდა ჩვენი მოსახლეობის ოჯახებში და შემოსავლის სახით, ამხელა შემოსავალი მიიღო მოსახლეობამ. ეს ერთი კონკრეტული ფაქტი მოვიყვანე იმის სადემონსტრაციოდ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობით, შეგვიძლია კონკრეტული შედეგის მიღწევა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები