წელს, ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მეოცე რეეისს ამატებს და ავსტრიაში, ვენის მიმართულებითაც ფრენებს იწყებს.

წელს, ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მეოცე რეეისს ამატებს და ავსტრიაში, ვენის მიმართულებითაც ფრენებს იწყებს.
როგორც უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარის“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიამ ვენის აეროპორტში ახალი ბაზა გახსნა და შესაბამისად, 17 ახალი მიმართულებით იწყებს ფრენებს, მათ შორისაა ქუთაისი.
”ვიზეარის” საიტზე ქუთაისი-ვენის ავიაბილეთების შეძენა 2018 წლის 15 ნოემბრიდანაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ქუთაისიდან 19 მიმართულებით ხორციელდება ფრენები და ვენა მეოცე იქნება.
კატეგორიები:
ეკონომიკა
მსგავსი სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს, მამუკა ბახტაძეს სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის ინიცირების გამო მადლობა გადაუხადა.„მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს და 5%-ის ნაცვლად იქნება 1%-იანი ბრუნვის გადასახადი“,- ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს, მამუკა ბახტაძეს სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის ინიცირების გამო მადლობა გადაუხადა. “მეწარმეობის განვითარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, განსაკუთრებით, მცირე მეწარმეობის. პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს, სიტყვით გამოსვლისას, მე ვისაუბრე, რომ ჩვენ ვიწყებთ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მეორე ტალღას, მას შემდეგ, რაც წარმატებით ხორციელდება პროგრამები – „აწარმოე საქართველოში”, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამები – „დანერგე მომავალი” და ა.შ. ჩვენ შემოვდივართ ახალი ინიციატივით. ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს მცირე მეწარმეებისათვის დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესებას. კერძოდ, მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს და 5%-ის ნაცვლად იქნება 1%-იანი ბრუნვის გადასახადი. ამასთან მცირე ბიზნესად დღეს თუ ითვლება 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, ამ კატეგორიაში 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეობით დაკავებული ადამიანებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი შემცირება საგადასახადო ტვირთის და, რა თქმა უნდა, წახალისება ახალი მეწარმეებისა, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეწარმეები აიტაცებენ ამ ინიციატივას, გაჩნდება ახალი საწარმოების შემქნის ინიციატივები და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ჟანგბადი მცირე მეწარმეებისთვის, მათი საწარმოების განვითარებისთვის“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოში არსებული ბიზნესგარემო ხელსაყრელია კერძო სექტორის ყოველდღიური საქმიანობისა და გრძელვადიანი განვითარებისთვის – ასეთია საქართველოს მსხვილი და წამყვანი კომპანიების შეფასება
დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში ეკო და ჰიბრიდული ავტომობილების ამწყობი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობები განიხილა

“ჩვენ ვართ რეფორმატორი მთავრობა – ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმები აისახა საერთაშორისო რეიტინგებში”-ივანე მაჭავარიანი

მამუკა ბახტაძემ მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ქალაქ თელავში გააცნო.
