წარსულში თითქოს უფრო უჭირდა ხალხს, მაგრამ სიხარული მაინც იყო, სად დაიკარგა ეს სიხარული?!-ილია მეორე

წარსულში თითქოს უფრო უჭირდა ხალხს, მაგრამ სიხარული მაინც იყო, სად დაიკარგა ეს სიხარული?!, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონში, საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა.
ილია მეორემ მარხვის მოახლოებაზე ისაუბრა.
“მოგვიახლოვდა დიდი მარხვა და ამით გვიახლოვდება დიდი მარხვის შემდეგ აღდგომის ზეიმი. ბედნიერი და მშვიდობიანი აღდგომა გაგვითენოს უფალმა. არ უნდა დავკარგოთ იმედი. წარსულში თითქოს უფრო უჭირდა ხალხს, მაგრამ სიხარული მაინც იყო. სად დაიკარგა ეს სიხარული, სად დაიკარგა ეს მშვიდობა?! მაგრამ მშვიდობა დაბრუნდება, რადგან ჩვენთან არს ღმერთი”,- აღნიშნა ილია მეორემ.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, „ქართული რძის“ ნიშნის პრეზენტაცია გაიმართა.

„კანონში დაგეგმილი ცვლილებები უზრუნველყოფს, როგორც საჯარო სკოლებში ბავშვის უფლებების უკეთ დაცვას, ასევე კონტროლის გაუმჯობესებას“-თემურ მურღულია
