წარმოიდგინე რამდენის გაკეთება შეგიძლია სულ ცოტა ინგლისურით – ამ წარწერით ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, აშშ-ის პირველი ლედის გამოსახულებით ბილბორდები გამოჩნდა.
ბილბორდები ზაგრებში ამერიკულ ინსტიტუტს ეკუთვნის, რომელიც ამ გზით ინგლისური ენის შესწავლით დაინტერესებულ ადამიანებს იზიდავს.
ამერიკული ინსტიტუტის წარმომადგენელი AP-სთან ამბობს, რომ სარეკლამო კამპანია პოზიტიურია და ნეგატიურს არაფერს მოიაზრებს:
“მელანია ტრამპთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, თუმცა ფაქტია, რომ ის ამერიკის პირველი ლედია. მას ბევრი რამის გაკეთება მოუწია, მათ შორის ადამიანების დიდ ჯგუფებთან კომუნიკაცია უცხო ენაზე.”
მელანია ტრამპი სლოვენიაში დაიბადა და დაახლოებით 20 წლის იყო, როდესაც საერთაშორისო სამოდელო ინდუსტრიაში ჩაერთო. მელანია და დონალდ ტრამპი ერთმანეთს 1998 წელს შეხვდნენ. პირველი ლედი მშობლიური სლოვენურის გარდა ინგლისურად, ფრანგულად, სერბულად და გერმანულად საუბრობს.
მსგავსი სიახლეები
ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში შესვლისას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა
ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლობის ბარსელონაში გახსნის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

კორონავირუსის “ომიკრონის” შტამის გავრცელების ფონზე, სავარაუდოა, რომ ევროპა COVID-19 პანდემიის დასასრულს უახლოვდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 737 ათასს გადააჭარბა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ჩავა.
