ტრამპმა დახურა იმიგრაციის სამთავრობო პროგრამა DACA

ტრამპმა დახურა იმიგრაციის სამთავრობო პროგრამა DACA

როგორც მოსალოდნელი იყო, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 5 სექტემბერს განკარგულება საიმიგრაციო პროგრამა DACA გაუქმების შესახებ გამოსცა. DACA პრეზიდენტ ობამას დროს დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის მოკლე სახელია, რომელიც ამერიკაში მცირეწლოვან ასაკში ჩამოყვანილ, დაახლოებით 800 ათასამდე უსაბუთო ახალგაზრდა იმიგრანტს დეპორტაციისგან იცავდა.

ტრამპმა კონგრესს ახალი განკარგულების დასამტკიცებლად 6 თვის ვადა მისცა. პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა გააკეთა, რითაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე მოქმედ შეღავათებს წერტილი დაესვა. DACA ანულირებულია – განაცხადა დღეს ვაშინგტონში შეკრებილ ჟურნალისტებთან ჯეფ სეშენსმა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები