“ტრამპის “პოსტის” გაზიარებისას ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას, არ შეიძლება კიბერთავდასხმის გამორიცხვაც”

“ტრამპის “პოსტის” გაზიარებისას ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას, არ შეიძლება კიბერთავდასხმის გამორიცხვაც”

პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის “პოსტის” გაზიარებას გამოეხმაურა. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, რომელიც სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა დაუშვა. მისივე თქმით, გამორიცხული არც კიბერთავდასხმაა.
“ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას, შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასება. ამ დროისთვის, სხვადასხვა ფაქტის გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება კიბერთავდასხმის გამორიცხვაც. ვფიქრობთ, რომ საჭიროა საკითხის მოკვლევა. სხვათა შორის, ეს არც არის პირველი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ, კიბერშეტევა განხორციელდა ერთ-ერთი თანამშრომლის ერთ-ერთ სოციალურ ანგარიშზე და ამ ფაქტთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოკვლევა”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის “პოსტი” გააზიარა, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატს, ჯო ბაიდენს „მძინარას” უწოდებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები