ტყის ხანძრებთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

ტყის ხანძრებთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარისა და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

ტყის ხანძრების ნაწილი ლიკვიდირებულია, ღია კერა შენარჩუნებულია აჭარაში, სადაც ოთხი სახანძრო-სამაშველო ტექნიკაა მობილიზებული.

„ამ დროისთვის, ხანძრები ლიკვიდირებულია: სამეგრელო – წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელები ზღვაია, ნაკუფუ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ზემო ეწერი, ჩხოროწყუს 7 სოფელი, მარტვილში სოფელი ლესიჭინე; გურია – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ვაკიჯვარი. ასევე, ლიკვიდაციაა სოფელ მამათში; აჭარა – ქობულეთში; იმერეთში – ხონში, ტყიბულში, კოპიტნარსა და საჩხერეში; კახეთში – გომბორის უღელტეხილზე.

ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის და კონტროლს ექვედებარება: სამეგრელო- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩქვალერი; გურია- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი; რაჭა – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი კრიხი. ონის მუნიციპალიტეტი სოფელი ძეგლევი; ქვემო ქართლი – დედოფლისწყარო.

ღია კერა შენარჩუნებულია: აჭარა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედე ჯოჭო; იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და ოთხი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

ბოლო ოთხ დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბით მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობის სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი, რომლებმაც, ჯამურად, 318 დასხმა განახორციელეს.

ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები“, – აცხადებენ უწყებაში.

ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები