ტყიბულში, მინდელის შახტში, უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მაღაროელი მურმან აშოთია აცხადებს, რომ ის იმ დროისთვის უბნის შესასვლელში იმყოფებოდა.

როგორც მან imedinews-თან საუბრისას აღნიშნა, უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ, იმ ჭერის ჩამოვარდნას უკავშირდება, საიდანაც ნახშირი გამოდის. მისივე თქმით, ამან გამოიწვია ჰაერის ძლიერი წნევაც.
“მე ვიყავი უბნის შესასვლელში, ვიჯექი კონვეიერზე, ნახშირს ვუშვებდით. სახეში მომხვდა ჰაერის წნევა, ძლიერი. გავიხედე საიდანაც მოდიოდა წნევა, მხედველობა აღარ იყო იქით. უცებ, წამებში შემოვტრიალდი, ჰაერის ტალღა რომ მომხვდა, მიმახეთქა კიბის ასასვლელზე. გონება არ დამიკარგავს, ვეცადე, ძირს ჩავსულიყავი და რომ დავაპირე ჩასვლა, ჰაერმა ჩამაგდო შიგნით, მე მარტო ვიყავი იმ ადგილზე. ძირს ბიჭი მეგულებოდა ერთი.
მე მგონი, სადაც ნახშირი გამოდის, იმისი ჭერი დაჯდა, ჩამოვარდა ჭერი, დიდი სივრცე ჰქონდა და იმან გამოიწვია ჰაერის ძლიერი წნევა”, – აცხადებს დაზარალებული მურმან აშოთია.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში მინდელის შახტში, უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 3 ადამიანი.
დაღუპული მუშების ცხედრები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ქუთაისის ბიუროში გადაასვენეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინდელის შახტში დაშავებული ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მესამეს ზედა კიდურის დაზიანება აქვს.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები