ტყიბულში მეშახტეების დაღუპვის გამო, იტალიიის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება გაუქმდა.

ტყიბულში მეშახტეების დაღუპვის გამო, იტალიიის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება გაუქმდა.

ტყიბულში მეშახტეების დაღუპვის გამო, იტალიიის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ ტყიბულში მეშახტეების დაღუპვის გამო გაუქმდა იტალიიის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ვიზიტით თბილისს დღეს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დელეგაციასთან ერთად ეწვევა.
ცნობისთვის, მინდელის შახტაში გამთენიისას მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები