ტყიბულში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ტყიბულში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ტყიბულში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ცუცხვათში მიმავალმა მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რკინის ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა, რის შედეგადაც ერთი მგზავრი ადგილზევე დაიღუპა, 9 კი დაშავდა.
დაშავებულები ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პირველადი ინფორმაციით მძღოლი ნასვამი იყო.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები