“ტინგიცობაა პარლამენტში, ხან შემოვლენ, ხან გავლენ, ხან რაღაც სიტყვას ისვრიან და ისევ გარეთ გავარდებიან”

“ტინგიცობაა პარლამენტში, ხან შემოვლენ, ხან გავლენ, ხან რაღაც სიტყვას ისვრიან და ისევ გარეთ გავარდებიან”

ტინგიცობაა პარლამენტში. ხან შემოვლენ, ხან გავლენ, ვითომ შეთანხმებას ასრულებენ. ეს იყო მათი მიზანი, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

კითხვაზე რა რეაგირება ექნება პარლამენტს ოპოზიციის იმ ნაწილის მიმართ, რომელიც პარლამენტში არ შედის, სუბარმა განაცხადა, რომ რეაგირება ვერ იქნება, თუ კვლავ ბოიკოტის რეჟიმში დარჩებიან, რადგან კანონი მათ ამის საშუალებას აძლევს. თუ პარლამენტში შევლენ და სხდომებს გააცდენენ, ამ შემთხვევაში შესაბამისი ბერკეტები არსებობს.

მისივე თქმით, დღეს ოპოზიცია ძალიან ბედნიერია, რომ უმრავლესობამ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.

„მაპატიეთ გამოთქმისთვის, მაგრამ სხვას ამას ვერაფერს დავარქმევ – ტინგიცობაა პარლამენტში, ხან შემოვლენ, ხან გავლენ, ხან რაღაც სიტყვას ისვრიან და ისევ გარეთ გავარდებიან. ხან ბოიკოტის რეჟიმში არიან და ხან ისევ შემოდიან, ვითომ შეთანხმებას ასრულებენ. ეს იყო მათი მიზანი, რადგან სერიოზულ საპარლამენტო მუშაობას სჭირდება სერიოზული მიდგომა და ინტელექტი, გამოცდილება. როგორც ჩანს, ამის ნაკლებობას თავის თავში ხედავენ. საზოგადოება მათ სახეს კარგად ხედავს. მე მაინც მოვუწოდებდი, რომ პარლამენტში შემოვიდნენ. ეს არა მარტო მათ მიერ ხელმოწერილი შეთანხმების შესრულება იქნება, არამედ ქართველი ამომრჩევლის წინაშე დადებული პირობის შესრულება“, – განაცხადა სუბარმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები