ტიკარაძე: გვაქვს შემთხვევები, როცა პაციენტებს გადატანილი აქვთ კორონავირუსი ისე, რომ სიმპტომები არ უდგინდებოდათ

ტიკარაძე: გვაქვს შემთხვევები, როცა პაციენტებს გადატანილი აქვთ კორონავირუსი ისე, რომ სიმპტომები არ უდგინდებოდათ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში არის შემთხვევები, როცა ადამიანებს კორონავირუსი ისე აქვთ გადატანილი, რომ სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.

„ჩვენ საქართველოში გვაქვს შემთხვევები, როცა პაციენტებს აქვთ გადატანილი ინფექცია ისე, რომ არ უდგინდებოდათ სიმპტომები. ასეთი არის რამდენიმე მოქალაქე და მათი ყველა კონტაქტი არის გამოკვლეული. ამ ადამიანებში ჩვენ გვყავს ასევე ისეთები, რომლებზეც მონიტორინგი დღესაც მიმდინარეობს”, – განაცხადა ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები