ტიკარაძე covid19-ით ინფიცირებულ პაციენტებზე: სუნთქვის აპარატზეა 23, რეანიმაციაშია 115 პირი, 36 კრიტიკულ მდგომარეობაშია

ტიკარაძე covid19-ით ინფიცირებულ პაციენტებზე: სუნთქვის აპარატზეა 23, რეანიმაციაშია 115 პირი, 36 კრიტიკულ მდგომარეობაშია

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. რომ საწოლფონდის მობილიზაცია ამ ეტაპზე კვლავ რჩება 3 ათასამდე, საიდანაც 1630 საწოლია დამატებული. ახლა, 300-ზე ოდნავ მეტი ადამიანი დაყოვნებულია ტრიაჟში, რომლებიც ელოდებიან დიაგნოსტირებას და ამის შემდეგ იქნებიან გადამისამართებული კლინიკაში, საკარანტინო სასტუმროსა თუ გადამისამართდებიან ოჯახის ექიმთან.

“ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე, სუნთქვის აპარატზეა 23 პაციენტი, რეანიმაციაშია 115 პირი და კრიტიკული მდგომარეობა აღენიშნება 36 მოქალაქეს. აქაც ჩართულია ის ცენტრალური კლინიკური ჯგუფი, რომელიც “კოვიდის” დაწყებისთანავე მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით. მათი რეკომენდაციების, კონტროლის და მონიტორინგის ქვეშ იმართება ყველა პაციენტი. გარდა ამისა, ასევე ამოქმედებულია რამდენიმე მექანიზმი, რომელიც გულისხმობს კლინიკურ კონსულტანტს, შესაბამისად, ამ პაციენტების მონიტორინგი ხდება მკაცრად და ზედმიწევნით, ყველა პროტოკოლის დაცვით”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა,- ეს უკვე 55 გარდაიცვალა, 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 375 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 8696
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 4619
მათ შორის გარდაცვლილი – 53
კარანტინის რეჟიმში – 5392
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1100
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები