თურქული Daily Sabah-ი სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაში ირაკლი ღარიბაშვილის როლზე წერს

თურქული Daily Sabah-ი სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაში ირაკლი ღარიბაშვილის როლზე წერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბაქოს მხრიდან ამ ნაბიჯს ერევანი კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემით უპასუხებს, – ამის შესახებ თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს.

როგორც გამოცემის სტატიაშია აღნიშნული, განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად.

„97000 ნაღმის რუკების სანაცვლოდ, აზერბაიჯანმა 15 სომეხი სამხედრო ტყვე გაათავისუფლა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმე სამინისტროს თანახმად, შაბათს აზერბაიჯანმა გაათავისუფლა მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო მომხდარი კონფლიქტის დროს დატყვევებული 15 სომეხი სამხედრო.

სამინისტრო ასევე იტყობინება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბაქოს მხრიდან ამ ნაბიჯს ერევანი უპასუხებს კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემით.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მომხდარმა კონფლიქტმა, რომელიც მთიანი ყარაბაღის საკითხის გამო დაიწყო 2020 წლის სექტემბერში, 6 კვირის განმავლობაში 6000-ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა.

ომი დასრულდა ნოემბერში, როცა რუსეთის შუამავლობით გაფორმდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამ შეთანხმების საფუძველზე, სომხეთმა დათმო მნიშვნელოვანი ტერიტორიები, რომელთაც ის ათწლეულობით აკონტროლებდა.

ერთი დღის შემდეგ სომეხმა სამხედროებმა ორჯერ გახსნეს ცეცხლი მეზობლის მიმართულებით. „აგდამის რაიონში [ერთ-ერთი ტერიტორია, რომელიც სომხეთმა აზერბაიჯანს დაუთმო] 97000 ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღდმეგო ნაღმების რუკების სანაცვლოდ, აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა 15 სომეხი ტყვე“, – ვკითხულობთ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრომ ასევე მადლობა მოახსენა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატ ფილიპ რიკერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და შვედეთს, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანას, მოლაპარაკებებში წვლილის შეტანისთვის.

ღარიბაშვილის აპარატის განცხადების თანახმად, სომეხი ტყვეები „საქართველოს ტერიტორიის გავლით საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ“ და რომ „გადაიდგა განსაკუთრებული ნაბიჯი სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნულია „დეილი საბაჰის“ სტატიაში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მთიანი ყარაბაღის რეგიონი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურად დანაღმულ ტერიტორიას ყოფილ საბჭოთა კავშირში.

„ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალი რანგის დიპლომატის განცხადებით, შაბათს ხსენებული შეთანხმების გაცხადებამდე შარლ მიშელი „სომხეთსა და აზერბაიჯანთან მჭიდრო კონტაქტში მუშაობდა საჭირბოროტო ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრაზე, კერძოდ კი პარალელური ჰუმანიტარული ნაბიჯების უზრუნველყოფაზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება ამ ფაქტს, როგორც პირველ ნაბიჯს ნდობის აღდგენისკენ; ევროკავშირი მზადაა ამ ძალისხმევის სრული მხარდაჭერისთვის“.

მთიანი ყარაბაღის რეგიონი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურად დანაღმულ ტერიტორიას ყოფილ საბჭოთა კავშირში.

აზერბაიჯანის მთავრობის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მთიან ყარაბაღსა და მის შემოგარენში ნაღმებისგან დაიღუპა 7 აზერბაიჯანელი მებრძოლი, 18 სამოქალაქო პირი, ასევე დაშავდა 110 ადამიანი. მხოლოდ გასულ კვირაში დაიღუპა 2 აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, როცა მათი ავტობუსი ნაღმზე აფეთქდა.

სომხეთის შეიარაღებული ძალები იყენებდნენ ამ ტიპის იარაღს 1990-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე სისხლიანი კონფლიქტის დროს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთმა განახორციელა მთიანი ყარაბაღის ოკუპაცია, რომელიც საერთაშორისოდაა აღიარებული, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორია. ამ კონფლიქტმა იმსხვერპლა დაახლოებით 30000 ადამიანის სიცოცხლე“, – აღნიშნულია „დეილი საბაჰის“ სტატიაში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები