თურქული ავიაკომპანია „ატლას გლობალი“ 26 აპრილიდან სტამბოლიდან თბილისში რეგულარულ რეისებს აღარ შეასრულებს.

როგორც „კვირას“ ავიაკომპანიიდან აცნობეს, რეისების გაუქმება ზაფხულის სეზონზე ფრენების შეცვლილ განრიგს უკავშირდება.
მათივე თქმით, „ატლასგლობალი“ 2018 წლის ზაფხულის სეზონზე ცვლის ფრენების განრიგს.
ცვლილებები დაკავშირებულია ავიაფლოტის განახლებასთან. ცვლილებები ეხება ავიაკომპანიის საერთაშორისო მიმართულებებს, მათ შორის საქართველოს, თბილისს.
აპრილის 26 დან, რეისები ზაფხულის სეზონზე არ განხორციელდება: 1. სტამბული- ჰამბურგი-სტამბული
2. სტამბული -ციურუჰი-სტამბული
3. სტამბული- თბილისი-სტამბული
4. სტამბული- მახაჭკალა-სტამბული
5. სტამბული-ზაპოროჟია- სტამბული
6. სტამბული-კრასნოდარი-სტამბული განახლებულ ინფორმაციას ავიაკომპანია რეგულარულად შეგატყობინებთ.
გაუქმებულ რეისებზე ავიაკომპანიამ მგზავრებს უკვე აცნობა და მათ ბილეთებში გადახდილ თანხას დაუბრუნებს.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ავიაკომპანია „ატლასგლობალის“ ვებ გვერდზე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები