თურქეთში, საქართველოს მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.

თურქეთში, საქართველოს მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.

თურქეთში, საქართველოს მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი 58 წლის ტარიელ ქამადაძეა, რომელიც ქვეყანაში საქართველოდან რამდენიმე თვის წინ ჩავიდა.
გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს თურქეთში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელი უკვე შეხვდა. მათივე თქმით, საკონსულოში მიმდინარეობს მამაკაცის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები