თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე დროებით არ გავრცელდება

თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე დროებით არ გავრცელდება

თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე დროებით არ გავრცელდება. ამ საკითხზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც აღნიშნული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება.

„მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ასევე განიხილება თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

1-ლი იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთში შესვლა, 90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, მხოლოდ ბინადრობის უფლებით და სამუშაო ვიზით შეუძლიათ. საზღვრის გადაკვეთა, თუნდაც რამდენიმე საათით, თურქეთში ყოფნის 1 კალენდარულ დღედ ითვლება. 2018 წლის 1-ელ იანვრამდე, თურქეთში ერთი დღით შესვლა არ ითვლებოდა ერთ კალენდარულ დღედ, რაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძელვდა მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ ვიზის გარეშე 365 დღე გადასულიყვნენ.

საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც თურქეთის მხარეს სამუშაოდ ყოველ დღე გადადიან, დღეს სარფში ახალი რეგულაციები გააპროტესტეს და მათი გაუქმება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შეხვდა, რის შემდეგაც ის მოლაპარაკებების გასამართად თურქეთში გაემგზავრა და ართვინის გუბერნატორს შეხვდა.

წყარო:reginfo.ge

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები