თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ყალბი კუპიურების გასაღებას ცდილობდა

თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ყალბი კუპიურების გასაღებას ცდილობდა

თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ყალბი კუპიურების გასაღებას ცდილობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ტრაპიზონის ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში საქართველოს მოქალაქემ ოქროს სამკაულების შეძენა გადაწყვიტა და 500-ევროიანი კუპიურებით ცდილობდა გადახდას. მაღაზიის მფლობელმა შეამოწმა კუპიურები და აღმოჩნდა, რომ ისინი ყალბი იყო. მან ჩუმად გამოიძახა პოლიცია. როდესაც საქართველოს მოქალაქემ შეატყო, რომ რაღაც რიგზე არ იყო, ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე მისულმა პოლიციამ კამერების ჩანაწერები შეამოწმა და მამაკაცი მალევე დააკავეს. ჩხრეკისას ეჭვმიტანილს თან აღმოაჩნდა 500-ევროანების 130 ბანკნოტი, ყველა მათგანზე კი წარწერა “სუვენირი”.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები