თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, “დემოკრატიის აკვნად” წოდებული აშშ თავისი დოლარებით სხვა ქვეყნების ნების ყიდვას ცდილობს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, “დემოკრატიის აკვნად” წოდებული აშშ თავისი დოლარებით სხვა ქვეყნების ნების ყიდვას ცდილობს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, “დემოკრატიის აკვნად” წოდებული აშშ თავისი დოლარებით სხვა ქვეყნების ნების ყიდვას ცდილობს, წერს Dailysabah.

ერდოღანის ეს განცხადება დონალდ ტრამპის მუქარას მოჰყვა. ტრამპის თქმით, აშშ დაფინანსებას შეუწყვეტს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც იერუსალიმის შესახებ ამერიკის საწინააღმდეგო პოზიციას დააფიქსირებს და ამ დრომდე სარგებლობს აშშ-ს ფინანსური დახმარებით.

“ბატონო ტრამპო, დემოკრატიას თქვენი დოლარებით ვერ იყიდით, ჩვენი გადაწყვეტილება ნათელია. მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, დემოკრატიისთვის ბრძოლაში თქვენი ნება მიმზიდველ დოლარებში არ გაყიდოთ”, – განაცხადა ერდოღანმა.

დღეს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განიხილავენ აშშ-ს საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღებას, რომელიც ამერიკის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას ეხება.

აშშ-მ იერუსალიმი ისრაელის დედაქალად 4 დეკემბერს გამოაცხადა. ამასთანავე, ტრამპმა სახელმწიფო დეპარტამენტს აშშ-ს საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა დაავალა. გადაწყვეტილებას გაეროს წევრი ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა დაუპირპირდა, მათ შორის, მთელი არაბული სამყაროც.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები