თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 30 ოქტომბერს აზერბაიჯანს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 30 ოქტომბერს აზერბაიჯანს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 30 ოქტომბერს აზერბაიჯანს ეწვევა, ერდოღანი აზერბაიჯანელ კოლეგა, ილჰამ ალიევთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალურ გახსნას დაესწრება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მისივე ცნობით, ერდოღანი და ალიევი ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს.მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ მხარეები ასევე მოაწერენ ხელს რამდენიმე შეთანხმებას.

ცნობისათვის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო. თბილისიდან ახალქალაქამდე მაგისტრალს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აშენდა 29-კილომეტრიანი მონაკვეთი ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე, თურქეთში კი 76-კილომეტრიანი მონაკვეთი ქალაქ ყარსამდე. 2018 წლიდან რკინიგზით სამგზავრო მატარებლების დანიშვნაც არის დაგეგმილი.

 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები