თურქეთის პრემიერი ერაყის ქურთისტანს მოუწოდებს, რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი თქვას

თურქეთის პრემიერი ერაყის ქურთისტანს მოუწოდებს, რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი თქვას

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ერაყის ქურთისტანის ხელისუფლებას მოუწოდა, ერაყისგან გამოყოფის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი თქვან, ვინაიდან ამას შეიძლება რეგიონში ახალი კონფლიქტი მოჰყვეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

ავტონომიური ერაყის ქურთისტანის ხელისუფლებამ, 25 სექტემბერს ერაყისგან გამოყოფის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება დააანონსა. ბაღდადში ამ რეფერენდუმს უკანონოს უწოდებენ.

„მოვუწოდებთ ერაყის ქურთთა რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მასუდ ბარზანის არ დაუშვას ეს სერიოზული შეცდომა. რეგიონში ისედაც ბევრი პრობლემაა – „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ ბრძოლა, მრავალწლიანი სამოქალაქო ომი სირიაში. ამ რეფერენდუმის შედეგად შეიძლება გაჩნდეს კიდევ ერთი კონფლიქტი, რომელიც პირველ რიგში რეგიონში მცხოვრებ ჩვენს ქურთ ძმებს დააზარალებს“, – განუცხადა ილდირიმმა ჟურნალისტებს.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები