თურქეთის მოქალაქის კუთვნილ შპს „ოზურგეთი გარმენთს“ ქალაქ ოზურგეთში, 89 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი 1 ლარის საფასურად გადაეცა.

თურქეთის მოქალაქის კუთვნილ შპს „ოზურგეთი გარმენთს“ ქალაქ ოზურგეთში, 89 000 კვ.მ  მიწის ნაკვეთი 1 ლარის საფასურად გადაეცა.

თურქეთის მოქალაქის კუთვნილ შპს „ოზურგეთი გარმენთს“ ქალაქ ოზურგეთში, მეგრელიძის ქუჩაზე მდებარე 89 000 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საკუთრებაში პირდაპირი განკარგვის წესით, 1 ლარის საფასურად გადაეცა.

კომპანიისათვის მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ  განკარგულება  საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 31 აგვისტოს მიიღო. შპს „ოზურგეთი გარმენთმა“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 14 სექტემბერს მიმართა.

განკარგულების მიხედვით, კომპანიამ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 2 წლის განმავლობაში უნდა ააშენოს ჯინსის ქსოვილის მწარმოებელი საფეიქრო საწარმო, რისთვისაც 1 748 260 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

შპს „ოზურგეთი გარმენთი“ საჯარო რეესტრში 2017 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა. კომპანიის 100 % წილის მესაკუთრეა ერქან ბაიქანი, დირექტორი კი მეჰმედ ჰაქან ჩობანოღლუ. ორივე მათგანი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები