თურქეთის ხელისუფლება საზღვრების ჩაკეტვას არ გამორიცხავს

თურქეთის ხელისუფლება საზღვრების ჩაკეტვას არ გამორიცხავს

თურქეთის ხელისუფლება საზღვრების ჩაკეტვას არ გამორიცხავს, თუ ე.წ. ინდური შტამის გავრცელება კონტროლიდან გამოვა, თუმცა ამჟამად ასეთი გეგმები არ არსებობს. ამის შესახებ თურქეთის ტურიზმის მინისტრმა, მეჰმედ ნური ერსოიმ განაცხადა.

18 ივლისს, თურქეთში მაისიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევების მაქსიმალური დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა – 7 680 ახალი შემთხვევა და 66 გარდაცვლილი.

ჟურნალისტის კითხვას, შესაძლებელია თუ არა საზღვრების დახურვა, თურქეთის ტურიზმის მინისტრმა უპასუხა:

გარანტია არაფრის წინააღმდეგ არ არსებობს და ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რა ხდება რიგ პროვინციებში „დელტა“ ვარიანტის გავრცელების კუთხით.

მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ის საერთო მდგომარეობას დაეფუძნება და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება თურქეთის ვაქცინაციის კამპანიის მიმდინარეობაზე.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები