„თურქეთი უკვე გარკვეული პერიოდია, რაც ევროკავშირს გიგანტური ნაბიჯებით შორდება“, – აღნიშნა იუნკერმა

თურქეთი ნახტომისებურად შორდება ევროკავშირს და ცდილობს ყველა ხიდები დაწვას, თუმცა ევროპა კარს ღიად ტოვებს თურქი ხალხისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს ევროკავშირთან თანამშრომლობა საერთო ფასეულებების საფუძველზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თურქეთი უკვე გარკვეული პერიოდია, რაც ევროკავშირს გიგანტური ნაბიჯებით შორდება“, – აღნიშნა იუნკერმა.
მან ასევე გააკრიტიკა თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების დევნა და დაკავებული ევროპელი ჟურნალისტების გათავისუფლება მოითხოვა.
„მივმართავ თურქეთის ხელისუფლებას: გაათავისუფლეთ ჩვენი ჟურნალისტები და არა მხოლოდ ჩვენი. შეწყვიტეთ ჩვენი ხელმძღვანელების შეურაცხყოფა, მათი ფაშისტებად და ნაცისტებად მოხსენიება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, ევროპა დემოკრატიის კონტინენტია.
„შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთს თურქეთში ყველა ხიდის დაწვა სურს, რათა შემდეგ ევროკავშირი დაადანაშაულოს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლაში“, – დასძინა მან.
მსგავსი სიახლეები

„მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება საყურადღებო და მნიშვნელოვანია“-ეკა ბესელია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზეც გაამახვილა ყურადღება

“პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი იმ შეხედულებებიდან გამომდინარე დააკომპლექტოს, რომელიც მას გააჩნია”
