თუ ვინმეს კონსტიტუციის გაუარესება დასჭირდება და ამისთვის 113 ხმა ექნება, მან შეიძლება შეცვალოს კონსტიტუცია-კობახიძე

თუ ვინმეს კონსტიტუციის გაუარესება დასჭირდება და ამისთვის 113 ხმა ექნება, მან შეიძლება შეცვალოს კონსტიტუცია, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას, რამდენად მოსალოდენლია ახლო მომავალში იმ კონსტიტუციის შეცვლა, რასაც პარლამენტი ახლა იღებს.
“თუ მოვა ახალი ხელისუფლება, რომელიც გადაწყვეტს, რომ გააუქმოს პროპორციული საარჩევნო სისტემა და შერეულ სისტემას დაუბრუნდეს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ცვლილებები შევიდეს ამ დოკუმენტში. ან თუ ვინმე გადაწყვეტს იმას, რომ ოპოზიციას აღარ მისცეს საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება, მაშინ ასეთი ცვლილებებიც შეიძლება განხორციელდეს. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ პრემიერ-მინისტრი არ უნდა მივიდეს პარლამენტში ანგარიშის ჩასაბარებლად, ესეც შეიძლება გახდეს ცვლილებების საგანი. თუ ვინე გადაწყვეტს, რომ პარლამენტს აღარ უნდა შეეძლოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება, როგორც აქამდე იყო, აქაც შეიძლება შეიცვალოს კონსტიტუცია. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ეს არის ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა და რომელიც უზრუნველყოფს კომპეტენციების მკაფიო გადანაწილებას ხელისუფლების შტოებს შორის. ჩვენ არაერთხელ შეგვექმნა პრობლემა მთავრობისა და პრეზიდენტის კომპეტენციების ვერგამიჯვნის კუთხით – თავი მოგვეჭრა ყველას ერთად, როდესაც პრეზიდენტი და მთავრობა ვერ შეთანხმდნენ, თუ ვის უნდა მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმების დოკუმენტზე. ჩვენ სწორედ ამის მოწესრიგება გვინდოდა, რომ თავი არ მოეჭრას ქვეყაას იმის გამო, რომ კონსტიტუცია რაღაცეებს მკაფიოდ არ მიჯნავს ერთმანეთისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები

გიორგი გახარია: ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს სამუშაო ადგილების მაქსიმალური რაოდენობა, რომ ლარის მერყეობას არ ჰქონდეს ისეთი სერიოზული სოციალური ზეგავლენა, როგორიც აქვს დღეს

ირაკლი ღარიბაშვილი – უკრაინასა და საქართველოს შორის “კოვიდ-19“-ის სერტიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა

ვოლსკი ოპოზიციის ბრალდებებზე: “ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ ადამიანს შეუძლია, გადაწყვეტილება ისე მიიღოს, არ ეშინოდეს
