“თუ ვინმეს დღეს ჯერ კიდევ აქვს წუხილი და განცდა ჰესების მიმართ, მინდა მათ შევახსენო თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს „ენგურჰესს“

“თუ ვინმეს დღეს ჯერ კიდევ აქვს წუხილი და განცდა ჰესების მიმართ, მინდა მათ შევახსენო თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს „ენგურჰესს“

პრემიერ-მინისტრი „ენგურჰესზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რის შემდეგაც ჟურნალისტებს გაესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის საკითხში ჰესების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ენგურჰესის“ მნიშვნელობაზე საუბარი არის აუცილებელი. კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, მოქალაქეებს თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთივს. მინდა კითხვა დავსვა – ვინმემ რომ წარმოიდგინოს, რომ ენგურჰესი არ არსებობს ქვეყანაში. მთელი გენერაციის 40% მოდის „ენგურჰესზე“. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს დღეს ჯერ კიდევ აქვს წუხილი და განცდა ჰესების მიმართ, მინდა მათ შევახსენო თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს და არა მხოლოდ ამ ჰესს“, – განაცხადა პრემიერმა.

„ენგურჰესზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 43 მილიონ ევროს შეადგენს, აქედან 7 მილიონი ევროს გრანტი სახელმწიფომ ევროკომისიიდან მიიღო, დანარჩენი კი იბიარდის ბანკმა სესხის სახით გამოყო. რეაბილიტაციის პროცესი იანვარში დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები