თუ ვინმე ფიქრობს, რომ 45 აბი სუბოტექსის შემთხვევა ხვალ დასჯადი არ იქნება, ეს მოლოდინი ალბათ არ გამართლდება-მამუკა მდინარაძე

თუ ვინმე ფიქრობს, რომ 45 აბი სუბოტექსის შემთხვევა ხვალ დასჯადი არ იქნება, ეს მოლოდინი ალბათ არ გამართლდება, ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი ორი რადიკალური პოზიციიდან, რომელიც საზოგადოებასა და უმრავლესობაში არსებობს, ყველაზე რაციონალური კომპონენტის ამოღებას ცდილობს.
“გამსაღებლების მიმართ ძალიან მკაცრი უნდა ვიყოთ, ხოლო მომხმარებლების მიმართ ლოიალური და შესაბამისი ცენტრები შევქმნათ, რათა ისინი საზოგადოებას დავუბრუნოთ. რაც შეეხება მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ 45 აბი სუბოტექსის შემთხვევა ხვალ დასჯადი არ იქნება, ეს მოლოდინი ალბათ არ გამართლდება. ამ საქმეს მეორე მხარე აქვს. თუ ვინმე ამბობს, რომ ეს ადამიანი არაკანონიერად იყო დაკავებული, წინ სასამართლოს ორი ინსტანცია არსებობს და შეუძლიათ, იდავონ. თუ ერთი პროცენტი ეჭვი არსებობს, ნებისმიერ ადამიანს წარმატებას ვუსურვებ”, – განაცხადა მდინარაძემ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის ოლიი მაჯლისის სენატის თავმჯდომარეს, ნიგმატილა იულდოშევს შეხვდა

პროკურატურა “თიბისი ბანკის” საქმეზე: იკვეთებოდა ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები

“ნებისმიერ პარტიაში ხდება ძველი წევრების გასვლა, ხან ახლების შემოსვლა და ასე შემდეგ. ეს არის ბუნებრივი პროცესი”
