თუ ცვლილებებს, სასწაული მოხდა და გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა არ დაუჭირეს მხარი, მაშინ არჩევნების ჩატარება არსებული სისტემით მოგვიწევს-კალაძე

თუ ცვლილებებს, სასწაული მოხდა და გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა არ დაუჭირეს მხარი, მაშინ არჩევნების ჩატარება არსებული სისტემით მოგვიწევს-კალაძე

თუ ცვლილებებს, სასწაული მოხდა და გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა არ დაუჭირეს მხარი, მაშინ არჩევნების ჩატარება არსებული სისტემით მოგვიწევს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე გააკეთა.

„საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ქვეყნის მომავლისთვის, არსებულ ცვლილებებს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ყავს. მე, როგორც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მზადყოფნას, რომ ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილება იქნება მიღებული, განხილვებში მონაწილეობას მიიღებს ყველა დეპუტატი და ცვლილება განხორციელდება. თუ ცვლილებებს, სასწაული მოხდა და გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა არ დაუჭირეს მხარი, მაშინ არჩევნების ჩატარება არსებული სისტემით მოგვიწევს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები