თუ რას გააკეთებენ ოპოზიციური ძალები, არ მგონია, სააკაშვილის მოწოდებით გადაწყდეს-გია ვოლსკი

თუ რას გააკეთებენ ოპოზიციური ძალები, არ მგონია, სააკაშვილის მოწოდებით გადაწყდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
ვოლსკი აცხადებს, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკის გუშინდელი დღეა.
“მას თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და ამ დღის წესრიგით ცხოვრობს. მე მის პოლიტიკურ ავტორიტეტში საკმაოდ ეჭვი მეპარება. თუ რას გააკეთებენ ოპოზიციური ძალები, არ მგონია, სააკაშვილის მოწოდებით გადაწყდეს. ჯერ-ჯერობით ვერც პერსპექტივაში ვხედავ, რამდენად იქნება მოლაპარაკებები ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის”, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატი პრაიმერიზით გამოავლინონ.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

“დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, ემოციამ იმძლავრა ჩვენს რაციონალიზმზე და, მას შემდეგ, საკუთარ შეცდომებზე გვიხდება სახელმწიფოებრიობის სწავლა”

“ქუჩაში ქვებს გვესროდნენ… სერიოზული აგრესია იყო ამ პარტიის მიმართ” – ზურაბ ჯაფარიძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”

გია ვოლსკი: ვერდიქტი არ გამოგვაქვს, როცა საქმე ეხება სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულს, დეპუტატი არ უნდა სარგებლობდეს იმუნიტეტით
