“თუ რამე დარღვევას ექნება ადგილი, აუცილებლად განიხილავს შესაბამისი ინსტანცია”

“თუ რამე დარღვევას ექნება ადგილი, აუცილებლად განიხილავს შესაბამისი ინსტანცია”

“თუ რამე დარღვევას ექნება ადგილი, აუცილებლად, საჩივრის სახით დაფიქსირდება და განიხილავს შესაბამისი ინსტანცია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.
თუ რამე დარღვევას ექნება ადგილი, აუცილებლად, საჩივრის სახით დაფიქსირდება და განიხილავს შესაბამისი ინსტანცია. მომხრე ვარ, დარღვევებს ადგილი არ ჰქონდეს. ჩემი მიზანი იყო ადამიანებთან ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც თავიდანვე ავირჩიე, მათთან ერთად იმ საკითხების დაძვრა, რაც მთაწმინდის მოსახლეობას აწუხებს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
მთაწმინდის N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს: N13 შალვა შავგულიძე და N41 ვლადიმერ კახაძე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები