თუ პრემიერი ახალ გუნდს წარადგენს, მმართველი გუნდი მას ნდობას გამოუცხადებს-გედევან ფოფხაძე

თუ პრემიერი ახალ გუნდს წარადგენს, მმართველი გუნდი მას ნდობას გამოუცხადებს-გედევან ფოფხაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გედევან ფოფხაძის განაცხადებით, თუ გიორგი კვირიკაშვილი ახალ გუნდს წარადგენს, მმართველი პარტია მას ნდობას გამოუცხადებს. მისივე თქმით, მთავრობის შემადგენლობის ცვლილება პირველი არ არის.
„მთავრობის შემადგენლობის ცვლილება პირველი არ არის. როდესაც ჩვენ არგუმენტებს მოვისმენთ პრემიერისგან, ამის მერე უნდა გავაკეთოთ დასკვნები. შემიძლია წინასწარაც მქონდეს მოსაზრებები, თუმცა მირჩევნია, ყველა ის კითხვა, რომელიც მაქვს, თვითონ ამოვწურო და ამის შემდეგ გავაკეთო საჯარო დასკვნები. ჩვენ ნდობა გამოუცხადეთ გიორგი კვირიკაშვილს და თუ ის შემოგვთავაზებს ახალ გუნდს, რომელიც იქნება ეფექტური, ჩვენ მას ნდობას გამოვუცხადებთ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები