“თუ პატიმარი სააკაშვილი გააცნობიერებს იმას, რაც ჩაიდინა, შეიძლება ციხიდან გათავისუფლებაზე პრეტენზია აღარც დააყენოს”

“თუ პატიმარი სააკაშვილი გააცნობიერებს იმას, რაც ჩაიდინა, შეიძლება ციხიდან გათავისუფლებაზე პრეტენზია აღარც დააყენოს”

თუ პატიმარი სააკაშვილი გააცნობიერებს იმას რაც ჩაიდინა, შეიძლება ციხიდან გათავისუფლებაზე პრეტენზია აღარც დააყენოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი შერიგების აქტი სამართლიანობის პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს.

„შერიგებაზე როდესაც ვსაუბრობთ სინანულის განცდა ხომ უნდა დაინახოს ერთმა ადამიანმა მეორისგან და კიდევ, მე როგორ უნდა მივუტევო კონკრეტული დაზარალებული ოჯახების ნაცვლად, რა მორალური უფლება მაქვს ერთმა პოლიტიკოსმა მივუტევო – ჩემთვის ცოტა წარმოუდგენია. თუ ეს საზოგადოებაში მომწიფდება და ერთადერთი საფუძველი რამაც ეს შეიძლება მოამწიფოს, არის გულწრფელი სინანული, მაგრამ ეს სინანული არაფერში ჩანს. თუ გააცნობიერებს პატიმარი სააკაშვილი იმას, რომ რაც ჩაიდინა, შეიძლება ციხიდან გათავისუფლებაზე პრეტენზია აღარც დააყენოს. სამართლიანობის პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს ნებისმიერი შერიგების აქტი“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები