თუ მოქალაქეები ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, სახელმწიფო იძულებული გახდება დამატებითი შემზღუდავი ზომები მიიღოს.

თუ მოქალაქეები ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, სახელმწიფო იძულებული გახდება დამატებითი შემზღუდავი ზომები მიიღოს.

ტურიზმის სექტორი რომ ტურიზმისთვის ემზადება, ვინ ჩამოვა ქვეყანაში სადაც გაქანებული ეპიდემია იქნება. დღეს არსებული შეზღუდვებით რამენაირად უნდა შევანელოთ ინფიცირების ზრდის ტემპი, რომ არ მოხდეს იგივე, რაც იყო ნოემბერ-დეკემბერში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ მოქალაქეები ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, სახელმწიფო იძულებული გახდება დამატებითი შემზღუდავი ზომები მიიღოს.

„მთავარია პირბადე და მაქსიმალურად თავის არიდება ხალხმრავლობისგან, დიდი სუფრებისგან. თითქმის ყველა დიდი კლასტერი, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა, დაკავშირებულია ძირითადად ჭირის და შიგადაშიგ ლხინის სუფრებთან. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ. მესმის, რომ უკვე დიდი ხანია ეს პრობლემები ჩვენს ქვეყანაში არის, მაგრამ თუ არ გავუძელით კიდევ ერთხელ და არ გავითავისეთ, რომ თუ პირბადეს არ მოვიხმართ, თუ დიდ სუფრებს არ გადავეჩვიეთ ცოტა ხნით, სიტუაცია ისევ დამძიმდება. სახელმწიფო იძულებული გახდება დამატებითი შემზღუდავი ზომები მიიღოს. არავის უნდა შეზღუდვები, მაგრამ რა ვქნათ, სხვანაირად კორონას რომ ვერ ვაჩერებთ?!“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები