“თუ მელია დამნაშავეა და ვიწყალებთ, ეს არ გააჩენს დაუსჯელობის სინდრომს პოლიტიკოსებში?!”

“თუ მელია დამნაშავეა და ვიწყალებთ, ეს არ გააჩენს დაუსჯელობის სინდრომს პოლიტიკოსებში?!”

20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიასთან დაკავშირებით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ არა აქვს მნიშვნელობა რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია რას ამბობს, მთავარია, რა წერია შეთანხმებაში.

საია რას მოგვიწოდებს და ვიღაცა რას მოგვიწოდებს, მაგას ხომ არ აქვს მნიშვნელობა. თუ ნიკა მელია დამნაშავეა და ვიწყალებთ მას, ეს არ გააჩენს დაუსჯელობის სინდრომს პოლიტიკოსებში, რომ შეგიძლია ყველაფერი ჩაიდინო და მერე, რომ პოლიტიკოსი ხარ, წამოწვები და ტელევიზია მოგაკითხავს, ყველაფერი გეპატიება. აჩენს თუ არა დაუსჯელობის სინდრომს?!” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები