“თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ეს იქნება კატასტროფა” – მიხეილ რამიშვილი

“თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ეს იქნება კატასტროფა” – მიხეილ რამიშვილი

რამიშვილის თქმით, მოწმეების ჩვენებებიდან დასტურდება, რომ მამა გიორგის არანაირი მკვლელობის მომზადება, ან მკვლელობა განზრახვად არ ჰქონია.„თუ მამა გიორგის მიმართ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, ეს იქნება კატასტროფა, – აღნიშნავს დაცვის მხარის წარმომადგენელი.

„მოლოდინი მაქვს, რომ თუ არსებობს საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მოსამართლე გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს, თუ არა და იქნება კატასტროფა თუ მამა გიორგის მიმართ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი“, – განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, ის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც საზოგადოებას ნაწყვეტ-ნაწყვეტ აჩვენეს, მთლიანობაში არის იმის მტკიცებულება, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა.

“ციანიდის საქმეზე” დასკვნითი სხდომა იმართება. პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, დასკვნით სიტყვას იტყვის თავად ბრალდებული. ამის შემდეგ, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი სათათბიროდ გავა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები