“თუ დიდი რაოდენობით პაციენტი იქნება, შეიძლება, ბევრ ადამიანს დასჭირდეს აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია”

“თუ დიდი რაოდენობით პაციენტი იქნება, შეიძლება, ბევრ ადამიანს დასჭირდეს აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია”

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ის, რომ, სხვა ვარიანტებთან შედარებით, „ომიკრონი“ მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, სიმშვიდის საფუძველს არ ქმნის, რადგან ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის პროპორციულად, გაიზრდება ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე პირთა რაოდენობაც.

„მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე პაციენტების რისკი, დაახლოებით, 50-70%-ითაა შემცირებული, ყველა ქვეყნის მონაცემი მიუთითებს, რომ „დელტა“ ვარიანტთან მიმართებით, თუ დიდი რაოდენობით პაციენტი იქნება, პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე, ერთეულებში თუ გადავიყვანთ, შეიძლება, ბევრ ადამიანს დასჭირდეს აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია. ამიტომ, ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორის მზაობა აუცილებელია. მსოფლიოს განვითარებულმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, მათ შორის – ამერიკის შეერთებულმა შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და უსიმპტომო პაციენტები, რომელთაც გეგმიური კვლევისას, ან კონტაქტების ძიების დროს აღმოაჩნდებათ დადებითი ანალიზი და სიმპტომი არ აქვთ, იზოლაციისა და კარანტინის პერიოდი 5 დღემდე შეუმცირდათ“, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები