“თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ ჩვენ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით, სიმართლე არის ის, რასაც საკოორდინაციო საბჭოს წევრები აცხადებენ”

“თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ ჩვენ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით, სიმართლე არის ის, რასაც საკოორდინაციო საბჭოს წევრები აცხადებენ”

ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ადამიანებს ყურადღება არ ექცევათ, საწოლები საკმარისი არ არის, ეს ყველაფერი სიცრუეა, თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით ჩვენ, სიმართლე არის ის, რასაც საკოორდინაციო საბჭოს წევრები აცხადებენ, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რაც სავარაუდოდ, პანიკის დათესვის მიზანს ემსახურება.

„უწყებათაშორისი საბჭოს სახელით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები მიყრილები არიან სახლებში, სასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, თითქოს ზარებზე პასუხი არ ხდება მასიურად. მინდა დავამშვიდო საზოგადოება, შფოთვის საფუძველი ნამდვილად არ არის, ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება და ალბათ, ემსახურება პანიკის დათესვას. თითოეულ იმ ადამიანთან, რომელიც თვითიზოლაციაშია კონტაქტზეა ექიმი, გასაგებია, რომ შესაძლოა, არის ერთეული შემთხვევები, სადაც კონსულტაცია დაგვიანდა 1-2 საათით, მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევები და მას არ აქვს სისტემური ხასიათი. გთხოვთ, ამ ერთეული შემთხვევების გამო არ ავყვეთ პანიკას. ექიმები მუდმივად კონტაქტზე არიან თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან. თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ჩვენ ვიტყვით, ამის არანაირი პრობლემა საბჭოს არც ერთ წევრს არასდროს ჰქონია. სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ამბობენ, ამიტომ ვთხოვ ყველას, რომ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოთ ის, რაც აქ ითქმება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები