“თუ ამით რაღაც საპროტესტო აქციების აგორებას აპირებენ, არ მგონია, ამას რაიმე წარმატება ჰქონდეს“

“თუ ამით რაღაც საპროტესტო აქციების აგორებას აპირებენ, არ მგონია, ამას რაიმე წარმატება ჰქონდეს“

პოლიტიკოსს, რომელსაც ქვეყნის მმართველობაში მოსვლის პრეტენზია აქვს, გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ კანონს პატივი სცეს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„კანონის დაუმორჩილებლობა იმას ნიშნავს, რომ ზოგადად, სახელმწიფოს პატივს არ სცემ. ეს არის სამართლებრივი საკითხი. პოლიტიკოსს, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ქვეყნის მმართველობაში მოვიდეს, მას გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ კანონს პატივი უნდა სცეს. თუ ისინი ამით რაღაც საპროტესტო აქციების აგორებას აპირებენ, არ მგონია, ამას რაიმე წარმატება ჰქონდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები