თუ 2012 წლამდე დედაქალაქში დაახლოებით 185 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, დღეს 680 ათასზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება

თუ 2012 წლამდე დედაქალაქში დაახლოებით 185 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, დღეს 680 ათასზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება

2012 წლამდე დედაქალაქში დაახლოებით 185 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, დღეს 680 ათასზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება და ყოველწლიურად შემოყვანილი ავტომობილების რაოდენობა დაახლოებით 6-7 პროცენტით იზრდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

„თუ ჩვენ დღეს არ დავიწყებდით კონკრეტული რეფორმის განხორციელებას, მერწმუნეთ, წლების შემდეგ დავდგებოდით ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე, სადაც ქალაქში გადაადგილება უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ისე ელექტრო სკუტერებით, ველოსიპედებით, რადგან გვახსოვს წლები, რა ხდებოდა ტროტუარებზე, სადაც ავტომობილები მოძრაობდნენ და ავტომობილებს აჩერებდნენ, მაგრამ ამ პოლიტიკით მთლიანად შეიცვალა მიდგომა და დამოკიდებულება. პრიორიტეტი ენიჭება ქვეითად მოსიარულეებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და რა თქმა უნდა, კერძო ავტომობილებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ანგარიშს წარადგენს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები