პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად საზეიმო ვახშამს უმასპინძლა, სადაც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის გარდა უცხოელი სტუმრებიც იყვნენ მიწვეულნი.
“წლევანდელი წელი საქართველოსთვის ნამდვილად განსაკუთრებულია – უნივერსიტეტის იუბილესთან ერთად აღვნიშნავთ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლის იუბილეს. საიუბილეო გახლდათ 2017 წელიც, ვინაიდან ამ წელს ჩვენმა ქვეყანამ მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წელი იზეიმა…“, – განაცხადა პრემიერმა.
თსუ-ს 100 წლის იუბილე იუნესკოს ეგიდით აღინიშნება. ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე საერთაშორისო დონეზე იმართება.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.
მსგავსი სიახლეები
დღეს საქალაქო სასამართლოს მიერ გოგა ონიანისთვის თავისუფლების აღკვეთას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ეხმაურებიან.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობასა შესანიშნავს უწოდებს და მეორე კომპაქტის წარმატებით განხორციელების პროცესს მიესალმება-ბროკ ბიერმანი
