თსუ-მ გაზარდა თაობები საქართველოში, რომელთა მიერ შენარჩუნებულმა ეროვნულმა მუხტმა ჩვენ დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა მოგვიტანა-კვირიკაშვილი

თსუ-მ გაზარდა თაობები საქართველოში, რომელთა მიერ შენარჩუნებულმა ეროვნულმა მუხტმა ჩვენ დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა მოგვიტანა-კვირიკაშვილი

თსუ-მ გაზარდა თაობები საქართველოში, რომელთა მიერ შენარჩუნებულმა ეროვნულმა მუხტმა ჩვენ დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა მოგვიტანა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უნივერსიტეტით მთელი ქვეყანა ამაყობს.

„წელს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენთვის ყველასთვის საამაყო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  საქართველოსთვის არ გახლდათ მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული კერა და ასევე ეროვნული მუხტისა და თვითმყოფადობის შემანარჩუნებელი ინსტიტუცია. მან გაზარდა თაობები საქართველოში, რომელთა მიერ შენარჩუნებულმა ეროვნულმა მუხტმა ჩვენ დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა მოგვიტანა. სწორედ ამ უნივერსიტეტის კერაზე გაიზარდა არაერთი სასიქადულო მამულიშვილი, რომელმაც საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უნივერსიტეტით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იუბილე იუნესკოს ეგიდით ტარდება. უმნიშვნელოვანესია, რომ დელეგაციები 147 ქვეყნიდან – როგორც სამეცნიერო წრეების, ისე სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩვენთან ერთად იზეიმებენ ამ უდიდესი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.

წელს ჩვენ ასევე ვზეიმობთ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს – დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს. საზეიმო ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და კულმინაცია იქნება 26 მაისს, როდესაც ჩვენთან ჩამოვლენ მეგობარი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ 2018 წელი ძალიან ღირსეულად უნდა აღინიშნოს, რათა საქართველოს ფარგლებს გარეთ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგოს იმ მდიდარი ტრადიციების შესახებ, რომელიც საქართველოს გააჩნია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები