თქვენმა ქვეყანამ პირველივე შეხვედრიდან შეგვაყვარა თავი იმით-ბარბარა ჰორაცი

თქვენმა ქვეყანამ პირველივე შეხვედრიდან შეგვაყვარა თავი იმით-ბარბარა ჰორაცი

თქვენმა ქვეყანამ პირველივე შეხვედრიდან შეგვაყვარა თავი იმით, რომ მაშინვე დავინახეთ შესაშური მეწარმეობის სულისკვეთება და ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანის უზარმაზარი სურვილი, – ამის შესახებ „აუთლეტ რესურს გრუპის” პარტნიორმა ბარბარა ჰორაცმა „აუთლეტ ვილიჯის“ პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თქვენმა ქვეყანამ პირველივე შეხვედრიდან შეგვაყვარა თავი არა მხოლოდ სამზარეულოთი და ღვინის ტრადიციებით, არამედ იმითაც, რომ ჩვენ აქ პირველივე დღეს დავინახეთ შესაშური მეწარმეობის სულისკვეთება და ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანის უზარმაზარი სურვილი. კიდევ ერთი ფაქტორი მდგომარეობდა ოპერატიულობაში. ჩვენ შრომის კულტურას ვნერგავთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრ აუთლეტ სოფელში, მაგრამ აქ მიღწეული სისწრაფე მართლაც უნიკალურია. ჩემს მშობლიურ გერმანიაში და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში იგივე სამუშაოს შესრულებას 10 ან მეტი წელიწადი დასჭირდებოდა, რადგან ეს მოითხოვს ძალიან რთული პროცედურების განხორციელებას: მაგალითად, ნებართვა, მოსახლეობის თანხმობა და ასე შემდეგ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რაც აქამდე განხორციელდა, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით. თქვენთან ამბობენ: „სტუმარი ღვთისაა“. ჩვენი მხრივ, გარწმუნებთ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა თბილისის აუთლეტ სოფლის სტუმრებმა თავი განსაკუთრებულად იგრძნონ”, – განაცხადა „აუთლეთ რესურს გრუპის” პარტნიორმა ბარბარა ჰორაცმა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები