თომას დე ვაალი – საქართველო პანდემიასთან ბრძოლის მაგალითია

თომას დე ვაალი – საქართველო პანდემიასთან ბრძოლის მაგალითია

ექსპერტი კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალი კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით კარგ მაგალითად საქართველოს ასახელებს.

დე ვაალის შეფასებით, საქართველო მოდელია იმის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანა პანდემიას.

„მთავრობის ძლიერი პასუხი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დიდი ძალისხმევა, და მხოლოდ 15 გარდაცვლილი“, – წერს ექსპერტი და გაკვირვებას გამოხატავს იმის გამო, რომ ბრიტანეთმა უსაფრთხო ქვეყნების სია მიიღო, რომელთა მოქალაქეებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ ბრიტანეთში ჩასვლისას, ამ სიაში კი საქართველო და თურქეთი არ არიან.

„ეს აღმაშფოთებელია“, – აღნიშნავს თომას დე ვაალი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები