თინა ბოკუჩავა- წინასაარჩევნო გარემო უთანასწოროა

თინა ბოკუჩავა- წინასაარჩევნო გარემო უთანასწოროა

NDI-ს წარმომადგენლები “ნაციონალურ მოძრაობას” წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ხვდებიან. წინასაარჩევნო გარემო პარტიის წევრმა თინა ბოკუჩავამ შეაფასა და მმართველი გუნდი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

“წინასაარჩევნო გარემო უთანასწოროა ყველა თვალსაზირისით. არამხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით, ის რომ ბაღების მასწავლებლების და დირექტორების მობილიზება ხდება საარჩევნო კამპანიისთვის. არა მხოლოდ ფინანსური უთანასწორობის თვალსაზრისით იმ მხრივ, რომ მილიონობით შემოწირულობა აქვს “ქართულ ოცნებას”, მაშინ როცა “ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველებს აშინებენ და არ აძლევენ საშუალებას მხარი დაუჭირონ პარტიას. ხელისუფლება აქტიურად იყენებს ძალაუფლებას, სუს-ს, პოლიციას, იმისთვის, რომ შექმნას არათანაბარი პირობები, მაშინ როდესაც ჩვენი კანდიდატები გისოსებს მიღმადაც აღმოჩნდნენ, რადგან გამოხატავდნენ საკუთარ პროტესტს მიწების მიტაცებასთან დაკავშირებით. ცხადია, შეუძლებელია ისაუბრო თანაბარ საარჩევნო გარემოზე. NDI-ის წარმომადგენლებს მოვახსენე ყველამ ამ პრობლებასთან დაკავშირებით”, – თქვა თინა ბოკუჩავამ.

NDI-ს წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ აუდიტის სამსახურის უფროსსა და მმართველ გუნდს.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები