თიბისი ბანკის აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე შემცირდა

თიბისი ბანკის აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე შემცირდა

„თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენების თაობაზე ინფორმაცია ლონდონის საფონდო ბირჟის ოფიციალურ ვებგვერდზეც გავრცელდა. აქ სრულად არის განთავსებული ის ინგლისურენოვანი განცხადება, რომელიც ბანკმა ინვესტორიებისთვის გაავრცელა.

ამას გარდა, „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე დილიდან შემცირდა. ამ დროისთვის, ერთი ფასიანი ქაღალდის ღირებულება 14.7 გირვანქა სტერლინგია, დილით კი, ვაჭრობის დაწყებისას, ღირებულება 15 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ამ საქმეზე უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. ამავე ცნობით, საქმეზე დაიკითხა თითქმის ყველა პირი. დაკითხულია მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ავთანდილ წერეთელი.

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში “თიბისი ბანკიდან” გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

„თიბისი ბანკი“ ინგლისურ ენაზე გავრცელებულ გაცხადებაში იმას წერს, რაზეც  ქართულენოვანში საუბარი არაა. კერძოდ ბანკი ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა ერთი მილიონი ლარით დააჯარიმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები