თიანეთის მუნიციპალიტეტში ერწოს დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს – „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.

თიანეთის მუნიციპალიტეტში ერწოს დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს – „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, გაიწმინდა მდინარე აძიძის კალაპოტი და მისი შენაკადები, საერთო სიგრძით 17 კილომეტრი. წლის ბოლომდე, დაგეგმილია 10-12 კილომეტრის გაწმენდა. პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ, თიანეთის მუნიციპალიტეტის 14 სოფლის მოსახლეობა 3000 ჰექტარი მიწის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას შეძლებს.
2013 წლიდან დღემდე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 12 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, რეგიონში წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 9595 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 2900 ჰექტრამდე გაიზარდა.
მსგავსი სიახლეები

,,მე, ჯერ-ჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ” –ასე უპასუხა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს (იხ.ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებით, 2018 წლის პირველი იანვრიდან ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტით ვეღარ გადაიხდით

თბილისის N19, N84 და N125-ე ბაგა -ბაღების დირექტორებმა ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს, ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელისგან, კახა გვანცელაძისგან შეიტყვეს.
