“თი-ბი-სის” ინიციატივით, სპეციალურად ბანკის ბიზნესკლიენტებისთვის ყველაზე მასშტაბური რეგიონალური ბიზნესფორუმები იწყება.

პირველი ფორუმი ბათუმში, 7 ივლისს, სასტუმრო „რედისონში” ჩატარდება და მასში მონაწილეობას დასავალეთ საქართველოში მოქმედი ბიზნესების 300-მდე წარმომადგენელი მიიღებს.
ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციას დარგის ექსპერტები მიაწვდიან. ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ვორქშოპებს და მათთვის საინტერესო ისეთ საკითხებზეც მიიღონ ინფორმაცია, როგორებიცაა: ციფრული მარკეტინგი, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები, სასტუმროების მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიები, ლიზინგი, ფინანსები და სხვა.
ექსპერტებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თიბისის მენეჯმენტის, აჭარის მთავრობისა და „აწარმოე საქართველოს” წარმომადგენლები.
“თი-ბი-სის” რეგიონალური ფორუმების მიზანია საქართველოს მასშტაბით მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლებისთვის აქტუალური და საინტერესო ბიზნესსიახლეების გაცნობა, ბიზნესსოციუმის წევრებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება და ზოგადად, ქვეყნაში ბიზნესის დაწყებისა და განვითარების ხელშეწყობა.
ბიზნესფორუმი აჭარის შემდეგ უკვე საქართველოს სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები