„თი-ბი-სი“ ბანკთან დაკავშირებულ საკითხში სამართალდამცავი უწყებები და პროკურატურა გაერკვევიან”

„თი-ბი-სი“ ბანკთან დაკავშირებულ საკითხში სამართალდამცავი უწყებები და პროკურატურა გაერკვევიან”

„თი-ბი-სი“ ბანკთან დაკავშირებულ საკითხში სამართალდამცავი უწყებები და პროკურატურა გაერკვევიან”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.
მისი თქმით, „თი-ბი-სი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიმართ ბრალდებები სერიოზულია და ამის პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირება სწორი არ არის.
„სამართალდამცავი უწყებები და პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან ამ საკითხში. ეს არის მათი პრეროგატივა. ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა, არის უმძიმესად სერიოზული და საჭიროა გარკვევა. ამას ვერანაირად დავაბრალებთ მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს. მე არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა კერძო ბიზნესზე ზეწოლაა, რადგან სერიოზული ბრალდებებია, რომელთაც ფაქტობრივი მტკიცებულებები აქვს. შესაბამისად, საკითხში უნდა გაერკვნენ ორგანოები, რომელთა ფუნქციასაც წარმოადგენს ამის გარკვევა. სამწუხაროდ, მეტს ვერ ვიტყვი, ეს არის პროცესი, რომელსაც წარმართავს პროკურატურა“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა „თი-ბი-სი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს, ხელმოწერის უფლება შეუჩერა. „თი-ბი-სი“ ბანკის აქციონერთა კრებას კი მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები