“თი-ბი-სი” ბანკმა მრავალშვილიანი თანამშრომლების წასახალისებლად 600 000 ლარის ფულადი პრემია გასცა

“თი-ბი-სი” ბანკმა მრავალშვილიანი თანამშრომლების წასახალისებლად 600 000 ლარის ფულადი პრემია გასცა

600 000 ლარის ფინანსური მხარდაჭერა 48 მრავალშვილიან “თიბისელს” – ეს “თი-ბი-სი” ბანკის შიდა სოციალური პროგრამის, „მრავალშვილიანი თიბისელების კლუბის” 5 წლის შედეგებია.

„მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი”, “თი-ბი-სი” ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მამუკა ხაზარაძის ინიციატივით, 2013 წელს ჩამოყალიბდა.

პროგრამის მიხედვით, “თი-ბი-სი” ბანკის ყველა თანამშრომელს, რომელსაც მეოთხე ან მომდევნო შვილი შეეძინება, “თი-ბი-სი” ბანკისგან პრემიის სახით 10 000 ლარი გადაეცემა. ხოლო მეექვსე შვილის შეძენის შემთხვევაში, ბანკი თანამშრომელს 50 000 ლარით აჯილდოებს.

გარდა ერთჯერადი ფულადი პრემიებისა, თიბისი ბანკი 3 და მეტშვილიან თანამშრომლებს საჩუქრად გადასცემს სპეციალურად მათთვის დამზადებულ ორდენებს, რაც მრავალშვილიანი თიბისელებისა და მათი შვილებისთვის  წამახალისებელ შეთავაზებებსა და ღონისძიებებს მოიცავს.

მრავალშვილიანი თიბისელების  დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ყოველ წელს იმართება. პროგრამის  მიზანია  ქვეყანაში დემოგრაფიული მონაცემების გაუმჯობესება და თანამშრომლებზე ზრუნვა, რომ ოჯახის ახალ წევრს ფინანსურად უზრუნველყოფილები შეხვდნენ.

„მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი” უკვე 454 “თიბისელს” აერთიანებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები