„თი-ბი-სი” ბანკის ინიციატივით, 2017 წლის აგვისტოში, ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

„თი-ბი-სი” ბანკის ინიციატივით, 2017 წლის აგვისტოში, ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

„თი-ბი-სი” ბანკის ინიციატივით, 2017 წლის აგვისტოში, ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, კომპანია 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის 10 ჰექტარს სრულად აღადგენს.
ტერიტორიაზე ნიადაგის მომზადების, სარგავი ადგილების მონიშვნის და სხვა მოსამზადებელი სამუშაოები სატყეო სააგენტოსთან ერთად, უკვე ერთი წელია მიმდინარეობს.
20 ოქტომბერს, “თი-ბი-სის” 200-მდე თანამშრომელმა ნერგების დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა.
დარგვის პროცესი სექტემბრიდან დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე, „თი-ბი-სი” ბანკის ინიციატივით, ტერიტორიაზე ჯამში, 17 500 კავკასიური ფიჭვი და სხვა სახის ნერგები დაირგვება, რომლებიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ტყის აღდგენა სპეციფიკურ და ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს, ტერიტორიაზე სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება.

“თი-ბი-სი” ბანკი პირველი კომპანია იყო კერძო სექტორიდან, რომელიც 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. ერთი წლის წინ, “თი-ბი-სი” ბანკის საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების საშუალებით, საზოგადოებას კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი 2017 წლის 20 აგვისტოს გაჩნდა. არსებული მონაცემებით, ნახანძრალი ფართობი 752 ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 525 ჰექტარი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაჩენილი ხანძრით განადგურებული ტყის ტერიტორიაა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები